ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს - პრემიერი

ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში სტაბულურობა უზრუნველყო. 
მისი თქმით, ქვეყნის სტაბილურობის მაჩვენებელია ერთის მხრივ, დასავლეთთან თანმიმდევრული ურთიერთობა და მეორეს მხრივ, რუსეთთან არსებული დაძაბულობის შენელება.

"შევძელით სტაბილურობა უზრუნველგვეყო ჩვენს ქვეყანაში. დღეს ვართ თანმიმდევრულები ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, ხოლო მეორეს მხრივ შევძელით შეგვენელებინა ის დაძაბულობა, რომელიც რუსეთთან არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა, არა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელსაც სიამაყით შეუძლია თქვას: ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ხალხის ინტერესებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.