20 აგვისტოს 17:00 საათზე მოსკოვის გამზირზე, კინოთეატრ „ვარძიის“ ბაღში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორის N12 ოლქში შეხვედრებს იწყებს ამომრჩეველთან.
მარიამ ჯაში ელექტორატის წინაშე თავის კოლეგებთან „ქართული ოცნების“ ახალ სახეებთან - კახა კუჭავასთან, მამუკა მდინარაძესთან და აკაკი ზოიძესთან ერთად წარსდგება. პირველ შეხვედრას უხელმძღვანელებს „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის კიდევ ერთიმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე.