აშშ-ის იუსტიციის სამინისტო თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც გიულენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლის

აშშ-ის იუსტიციის სამინისტო თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც გიულენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლის

აშშ-ის იუსტიციის სამინისტო უახლოეს მომავალში თურქეთში ექსპერტების ჯგუფს გააგზავნის, რომელიც აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეისწავლის. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, მან ამერიკულ სამართალდამცავ ორგანოებს საკმარისი მტკიცებულება დღემდე ვერ წარუდგინა. 
ფეთჰულა გიულენი აშშ-ში 1997 წლიდან ცხოვრობს.