ბიზნესმენების უმრავლესობას არ სურს მიშას და მისი პარტიის პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნება

ბიზნესმენების უმრავლესობას არ სურს მიშას და მისი პარტიის პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნება

ბიზნესმენი, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, "მაგთიკომის" ყოფილი გენერალური დირექტორი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოფილი თავმჯდომარე დევიდ ლი ზუგდიდის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსის განცხადებას ეხმაურება:

ყველფერი პირდაპირ უნდა ითქვას.

მიმდინარე წელს საქართველოში ევროპის რეკონსტრუქცისა და განვითარების ბანკის კაპიტალდაბანდება გადააჭარბებს ნებისმიერი წინამორბედი წლიური ინვესტიციის მაჩვენებელს.

2012 წლის შემდეგ უფრო მეტი მსხვილი პროექტი დაიწყო ვიდრე მანამდე ხორციელდებოდა.

რეალურ სექტორში მოქმედ მეწარმეებს არ მოსწონთ ელიტური კორუფცია ან უმიზეზო დაპატიმრებები. მსგავსი რამ აღარ მომხდარა 2012 წლის შემდეგ.

მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დახმარების მიღება და ხარჯვა არ არის კომერციული ინვესტიციების მოზიდვის საპირწონე.

რეგიონული სავალუტო კოლაფსი არ იყო საქართველოს მიერ გამოწვეული და ეკონომიკამ დიდი გამძლეობის უნარი ცხადყო.

საქართველოს  ძალიან ღია და პლურალისტური მედია გარემო გააჩნია, ისეთი როგორიც მანამდე არასდროს ჰქონია. ის ყველაზე ღიაა რეგიონის მასშტაბით და აღმოსავლეთ  ევროპაშიც.

სამართლის უზენაესობა 2012 წელს ფერფლად იქცა და არაკორუმპირებული უცხოელი ინვესტორებისთვის დიდ შემაფერხებელი ფაქტორად იქცა.

მთავრობამ დააკმაყოფილა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებში განსაზღვრული მოთხოვნები.

სტრატეგიულ აქტივებს აღარ ვთავაზობთ რუსეთს. არც ლიცენზიებს ვანიჭებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერირებისთვის.

ქუჩაში სისასტიკის მაჩვენებელი ამ მთავრობის პირობებში მინიმალურია, 2012 წლამდე არსებულ ქუჩის ექსტრემალურ სისასტიკესთან შედარებით.საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია სისასტიკის ნებისმიერი გამოხატულება.

პენიტენციურ სისტემაში ადამიანებს სამედიცინო მკურნალობა უტარდება.  აღარ ხდება მათი ყოველდღიური წამება.

ყოველივე ეს ქმნის უკეთეს ბიზნეს გარემოს.

არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტიკოსის ცოლი, მაგრამ ვიცი რა სურთ ბიზნესმენების უმრავლესობას: სტაბილურობა და სამართლის უზენაესობა. მათ არ სურთ მიშას და მისი პარტიის პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნება.