პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაფართოვდება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაფართოვდება

ქართულ ბაზარზე არსებული კომპანია „შპს. პატრიოტი“ პროდუქციის გაფართოებას და დამატებით მაღალი ხარისხის წებო-ცემენტის წარმოებასა და რეალიზაციას შეძლებს.

შპს „პატრიოტი 2006“-ის  ძირითად სამიზნე ბაზარს წარმოადგენს ქვეყნის შიდა ადგილობრივი ბაზარი, თუმცა კომპანიაში წარმოებული ევროპული ხარისხის პროდუქცია,  ხელს შეუწყობს პროდუქციის ექსპორტს და ქვეყნის გარე ბაზრების ათვისებას.

საწარმოში ამჟამად 220 თანამშრომელია დასაქმებულია, ხოლო ბიზნესსაქმიანობის გაფართოების შემდგომ, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება,  დამატებით 25 ადამიანი დასაქმდება. 

შპს „პატრიოტი 2006“  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  2 200 000 ლარს შეადგენს.