გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა დაკავებულია.
არსებული მონაცემებით, დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს.