ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს შეხვდა და ანგარიშით 8:4 მოუგო. 

აქამდე ხინჩეგაშვილი საკვალიფიკაციო რაუნდში ისვენებდა, ხოლო მერვედფინალში ყაზახ ნურისლამ სანაევს 4:3 მოუგო. მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდა და 4:3 დაამარცხა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.