ნუკრი ქანთარია - ნანა ყეინიშვილის წასვლის გამო მოსასულიერებელი

ნუკრი ქანთარია - ნანა ყეინიშვილის წასვლის გამო მოსასულიერებელი "კაპლები" არ დაგვჭირდება

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, ნუკრი ქანთარია პარტიიდან ნანა ყეინიშვილის წასვლას დიდ ტრაგედიად არ მიიჩნევს. 
”თუ დატოვა ეს არ არის დიდი ტრაგედია ”ქართული ოცნებისთვის”. არ დაგვჭირდება ამისთვის მოსასულიერებელი კაპლები”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ ნანა ყეინიშვილის ”ქართული ოცნებიდან” წასვლის საკითხზე კომენტირებისას. 

დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტია „ჩვენების“ სახელით მიიღებს. ამის შესახებ ნანა ყეინიშვილმა დღეს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ხოლო მიზეზად „ქართული ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მომრავლება დაასახელა.

„დავტოვე „ქართული ოცნება“ და მე ვარ პარტია „ჩვენების“ წევრი და ამ საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი გამოვა პარტია „ჩვენებით“. მე ამაყი ვარ, რომ წამოვედი „ქართული ოცნებიდან“. ჩემი წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი გუნდის წევრებზე ვთქვა, რომ ისინი არ ვარგოდნენ და მე ვარ კარგი, ყველას ვუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას, ასევე, მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რაც 2012 წლიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოში”, - განაცხადა ყეინიშვილმა.