"ბი-ბი-სი" - „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები მანბიჯიდან გაქცევის დროს მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, სირიის ქალაქ მანბიჯიდან გაქცევის დროს მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იტყობინება.
ტელეკომპანიის ცნობით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა გაავრცელეს ფოტოსურათები, სადაც ჩანს, რომ ისლამისტების ავტომობილებში უამრავი სამოქალაქო პირი იმყოფება.
„ბი-ბი-სი“ წერს, რომ ასობით ავტომობილისგან შემდგარი ავტოკოლონა სავარაუდოდ, თურქეთის საზღვრისკენ მიემართებოდა.
სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ქალაქი მანბიჯი, რომელიც თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, „ისლამური სახელმწიფოსგან“ მიმდინარე თვეს გაათავისუფლეს.