უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს უახლოეს კვირებში დააწესებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს - რამდენიმე კვირაში უკრაინელებისთვის გაერთიანებულ ევროპაში „უვიზო კარი“ გაიღება“, - განაცხადა პოროშენკომ.
როგორც მოსალოდნელია, ევროპარლამენტში უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე შემოდგომის დასაწყისში იმსჯელებენ.