"ყოფილ "ნაციონალებთან" ბურჭულაძის გაერთიანება ბარიერის გადალახვის შანსს მკვეთრად ამცირებს"

ანალიტიკოსი ახალ გაერთიანებას "ნაციონალური მოძრაობის" პროექტად აფასებს და აცხადებს, რომ ბურჭულაძეს ბარიერის გადალახვის შანსი მკვეთრად შემცირდება.

ტელეკომპანია "მაეტროს" ანალიტიკოსის, ვალერიან გორგილაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკშვილს ბურჭულაძესთან გაერთიანება დაგეგმილი ჰქონდათ.

"შესაბამისად, გაერთიანდნენ ყოფილი "ნაცმოძრაობის ნამსხვრევები" და შეიქმნა მეორე გაერთიანება, რომელზეც სააკაშვილი იმედოვნებს, რომ იქნება მისი დასაყრდენი პარლამენტში. 

ამ გაერთიანებით ბურჭულაძემ მოახდინა პოლიტიკური ხარაკირი. მან მკვეთრად შეამცირა შანსი, რომ მოხვდეს პარლამენტში. დიდი ალბათობით, ის ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ვინაიდან ამ სუბიექტებთან გაერთიანება პირდაპირ ზიანს მიაყენებს ბურჭულაძის რეიტინგს, რომელსაც გარკვეული შანსები ჰქონდა.

საბოლოოდ, ყველა დარწმუნდა, მათ შორის, ბურჭულაძის პარტიის წევრები - მერაბ მეტრეველი, ხათუნა ლაგაზიძე და ა.შ. რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პროექტი", - განაცხადა გორგილაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკურ მოძრაობას "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანს" 18 აგვისტოს შეუერთდა. 

ახალი პოლიტიკური პლატფორმის სახელწოდება - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" იქნება.