ნუკრი ქანთარია - სააკაშვილს, საარჩევნო კანდიდატად ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის

ნუკრი ქანთარია - სააკაშვილს, საარჩევნო კანდიდატად ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის

მიხეილ სააკაშვილს, საარჩევნოდ ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

ქანთარია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ოდესიდან მართავს, მაგრამ მისი საარჩევნო აქტიურობის მიუხედავად, პარლამენტში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს.

ამასთან, ქანთარიას აზრით, მოსალოდნელია რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის გამართვა.

„მეორე ტურების ალბათობა არსებობს, რადგან საარჩევნოდ ერთი ხმის გაყალბებასაც არავინ შეეცდება“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი დაასახელა.