ზაქარია ქუცნაშვილი სანდრა რულოვსზე - როცა კანდიდატურებს ოჯახიდან ეძებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოცვაში გიჭირს

ზაქარია ქუცნაშვილი სანდრა რულოვსზე - როცა კანდიდატურებს ოჯახიდან ეძებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოცვაში გიჭირს

“ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსის წარდგენა იმაზე მიანიშნებს, რომ კადრები უჭირთ და კანდიდატურებს ოჯახის წევრებს შორის ეძებენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. 
“როცა კანდიდატურებს ოჯახიდან ეძებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოცვაში გიჭირს“, - აცხადებს ქუცნაშვილი. 
ამასთან, მისივე თქმით, ზუგდიდში “ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარობის ძალიან კარგი კანდიდატი ჰყავს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. 
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა.