დავით ბაქრაძე - ჩვენი ბრძოლის მიზანია, იმ შავ-ბნელ წარსულში დაბრუნების გაჩერება, რომელსაც დღეს ”ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს

დავით ბაქრაძე - ჩვენი ბრძოლის მიზანია, იმ შავ-ბნელ წარსულში დაბრუნების გაჩერება, რომელსაც დღეს ”ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს

ამ მომენტიდან, კორცხელი იქნება სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელსაც მოვიპოვებთ აქაც, ზუგდიდშიც, სამეგრელოშიც და მთელს საქართველოში, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, კორცხელში, ზუგდიდის რაიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის წარდგენისას განაცხადა. 

როგორც ბაქარაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის რაიონს საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი რჩეული ეყოლება. 

”ყველა ჩვენგანმა გავიგეთ ძალიან გასახარი ამბავი, არამხოლოდ ზუგდიდისთვის, სამეგრელოსთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, რომ ზუგდიდის რაიონს, საქართველოს პარლამენტში ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, იქნება სანდრა რულოვსი. ჩვენ ყველას გვესმის რამდენად სიმბოლურია ადგილი, სადაც დღეს ვართ, რამდენად სიმბოლურია კორცხელი. კორცხელი არის სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელიც მაისში მოვიპოვეთ და ამ მომენტიდან, კორცხელი იქნება სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელსაც მოვიპოვებთ აქაც, ზუგდიდშიც, სამეგრელოშიც და მთელს საქართველოში, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ცხოვრობდეს უკეთ. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, სანდრასი, ნიკასი, ჩემიც, არის ძლიერი და ფეხზე დამდგარი საქართველო. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი არის მოგვარებული პრობლემები და უკეთ მაცხოვრებელი ოჯახები. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი არის დასაქმებული ადამიანები და ქვეყანა, სადაც ხალხი ცხოვრობს ნორმალურად და კარგად. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანია, იმ უკუსვლის და შავ-ბნელ წარსულში დაბრუნების გაჩერება, რომელსაც დღეს ”ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანია იმ იდეალების დაბრუნება, რომელსაც ვემსახურებოდით და ყველას გვჯეროდა წინა 10 წლის განმავლობაში და ასეთი მიზნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.