ბურჭულაძის პარტიის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება დატოვა

ბურჭულაძის პარტიის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება დატოვა

ნაძალადევის რაიონის მე-18 საარჩევნო ოლქის მაჟოორტარობის კანდიდატი, ნაძალადევის ოლქის აღმასრულებელი მდივანი კახა ქურციკიძე ადასტურებს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას საკუთარ გუნდთან ერთად ტოვებს.

ქურციკიძე პარტიის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, პაატა ბურჭულაძის პარტიის ვაშაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანებას ასახელებს. 

მისივე თქმით, ასევე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორები სხვადასხვა უბნებზე მოსახლეობასთან შეხვედრისას აცხადებენ, რომ ბურჭულაძის პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივეა, რაც ქურციკიძის თქმით, მისთვის სრულიად მიუღებელია. 

"გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის უცნობი იყო. ეს იყო შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, რამაც საბოლოო გადაწყვეტილება მიგვაღებინა. თავდაპირველად, პაატა ბურჭულაძეს ვუჭრდით მხარს, რადგან ვიცოდით, რომ ის იყო სრულიად დამოუკიდებელი. ასევე, ჩვენამდე მოდიოდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორები დადიოდნენ უბნებზე და აცხადებდნენ, რომ ჩვენ და "ნაციონალები" ერთნი ვართ, რაც არის სიცრუე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და მთელი ჩემი გუნდი ტოვებს პაატა ბურჭულაძის პარტიას", - განაცხადა ქურციკიძემ.