ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს სანდრა რულოვსი იყრის

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს სანდრა რულოვსი იყრის

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი, ზუგდიდში ”ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრის კენჭს. სანდრა რულოვსმა საკუთარი თავი მაჟორიტარობის კანდიდატად, კორცხელში მოსახლეობასთან ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეხვედრაზე თავად დაასახელა. 

ყოფილმა პირველმა ლედიმ შეკრებილ მოსახლეობას ჰკითხა, სჯერათ თუ არა მისი და იყაროს თუ არა კენჭი მათ რეგიონში. მხარდამჭერების ოვაციების შემდეგ კი სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მათ რეგიონში კენჭს იყრის. 

თავის მხრივ, სანდრა რულოვსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიულოცა. 

”ყველა ჩვენგანმა გავიგეთ ძალიან გასახარი ამბავი, არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, სამეგრელოსთვის არამედ მთლიანად საქართველოსთვის, რომ ზუგდიდის რაიონს, საქართველოს პარტლამენტში ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელიც მე დარწმუნებულუი ვარ, იქნება სანდრა რულოვსი”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.