ლევან კობერიძე ბურჭულაძის პარტიაზე - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ”ნაციონალური მოძრაობა” უდრის ”ნაციონალურ მოძრაობას“

ლევან კობერიძე ბურჭულაძის პარტიაზე - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ”ნაციონალური მოძრაობა” უდრის ”ნაციონალურ მოძრაობას“

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ”ნაციონალური მოძრაობა” უდრის ”ნაციონალურ მოძრაობას”, - ასე შეაფასა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას გლდანში პარტია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ პაატა ბურჭულაძის პარტიისა და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკის გაერთიანება. 

როგორც კობერიძემ აღნიშნა, აღნიშნილ ბლოკში არის ყველა ის სახე, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია სწორედ ”ნაციონალურ მოძრაობასთან”.

”შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ”ნაციონალური მოძრაობა” უდრის ”ნაციონალურ მოძრაობას”. მოკლედ ასე შევაფასებდი ამ ბლოკის შექმნას. რაც შეეხება ცოტა უფრო ვრცლად, ეს არის გარკვეულწილად მცდელობა ამომრჩევლის აღქმის მანიპულირების, ანუ მცდელობა იმისა, თითქოს ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, რომლებიც ბლოკში ერთიანდებიან. რეალურად კი, არაფერი იცვლება. აქ არის ყველა ის სახე, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული სწორედ ”ნაციონალურ მოძრაობასთან”. ამდენად მგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი ტიპის გაერთიანების შექმნა ძალიან დიდ პოლიტიკურ ღირებულებას არ წარმოდგენს და ამომრჩევლისთვის მაინცდამაინც საინტერესო არ იქნება. რაც შეეხება მათ შანსებს, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რა არჩევანიც გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში, სწორედ იმავე შედეგს მიიღებენ ამ არჩევნებშიც. იმდენად, რამდენადაც ეს არის წარსულის პარტია და ამომრჩეველი, როგორც წესი, წარსულს არ უბრუნდება”, - განაცხადა ლევან კობერიძემ. 

”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა ”პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.