დღეს რიოს ოლიმპიადაზე სპორტის ორ სახეობაში სამი ქართველი სპორტსმენი გამოვა.მხატვრული ტანვარჯიშში მრავალჭიდში სალომე ფაჟავა იასპარეზებს. მრავალჭიდის განრიგი ასეთია: 17:20 - 18:50 საათი მრავალჭიდი, კვალიფიკაცია - I ჯგუფი; 19:15 - 20:15 საათი მრავალჭიდი, კვალიფიკაცია - II ჯგუფი; 21:50 - 23:05 საათი მრავალჭიდი, კვალიფიკაცია - III ჯგუფი და 23:20 - 00:50 საათი მრავალჭიდი, კვალიფიკაცია - IV ჯგუფი.
დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ორი ქართველის სპორტსმენიც იჭიდავებს -ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) და იაკობ მაქარაშვილი (74). ასპარეზობის განრიგი ასეთია: 17:00 - 20:00 საათი 57 კგ/74 კგ: კვალიფიკაცია, 23:00 - 00:00 საათი 57 კგ/74 კგ: რეპეშაჟი, 00:00 - 00:30 საათი 57 კგ: III ადგილისთვის, 00:45 - 01:00 საათი 57 კგ: ფინალი, 01:00 - 01:30 საათი 74 კგ: III ადგილისთვის და 01:30 - 02:00 საათი 74 კგ: ფინალი.