ბურჭულაძის პარტია სამგორის ოლქის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა დატოვა

ბურჭულაძის პარტია სამგორის ოლქის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტიის თბილისის სამგორის რაიონის #12 ოლქის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა, გოჩა ბალოიანმა 18 აგვისტოს თანამდებობა და პარტია დატოვა.

ამის მიზეზად პაატა ბურჭულაძის პარტიის ხელმძღვანელების მიერ "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან, "გირჩთან" და ვაშაძის, "ახალ საქართველოსთან" კოალიციაში გაერთიანებას ასახელებს, რადგან ის ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული და აღნიშნული გაერთიანება მისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ პინაიშვილმა, ასევე ბურჭულაძის თბილისის შტაბის უფროსმა, გუნდთან ერთად პარტია ანალოგიური მიზეზით დატოვა. 

ცნობისათვის, პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკურ მოძრაობას "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანს" შეუერთდა. 

შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის". 

"შემოგვიერთდნენ კოლეგები, რომლებიც აქამდე ჩვენი ოპონენტები იყვნენ. ისინი შემოგვიერთდნენ მაშინ, როდესაც ჩვენ გუნდზე მიმდინარეობდა ზეწოლა და დღესაც არის დიდი პოლიტიკური წნეხი. ისინი ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს, ეს გიმრობის ტოლფასია. ჩვენ იმედის თვალით შემოგვცქერის მთელი საქართველო. ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, შევცვლით მათ მომავალს. მინდა, გამოვაცხადო ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს. ეს არის პროდასავლური, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია, სამართლიანი საქართველო", - განაცხადა ბურჭულაძემ.