ანგელა მერკელი - თუ გერმანიის შს სამინისტრო ფარანჯის ტარების აკრძალვაზე მსჯელობას გადაწყვეტს, უწყებას კანცლერის სრული მხარდაჭერა ექნება

ანგელა მერკელი - თუ გერმანიის შს სამინისტრო ფარანჯის ტარების აკრძალვაზე მსჯელობას გადაწყვეტს, უწყებას კანცლერის სრული მხარდაჭერა ექნება

ტრადიციული მუსლიმური სამოსის, ფარანჯის ტარება შესაძლოა გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს. 
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა Redaktionsnetzwerk Deutschland-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
მისი თქმით, „ქალს, რომელსაც სახე აქვს დაფარული, გერმანიაში ინტეგრაციის ცოტაოდენი შანსი თუ ექნება“.
ანგელა მერკელის თქმით, ფარანჯის ტარების აკრძალვაზე საუბრისას, საჭიროა ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტის გათვალისწინება, თუმცა თუ გერმანიის შინაგან სამეთა სამინისტრო ამ საკითხზე მსჯელობას გადაწყვეტს, უწყებას კანცლერის სრული მხარდაჭერა ექნება.
როგორც გუშინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა, ფარანჯის ტარება გერმანული საზოგადოებისთვის მისაღები არ არის.