ფოთში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი სასმელი წყლის ჭაში იპოვეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების თქმით, უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული შემთხვევა. "გამოძახებისთანავე შემთხვევის ადგილზე მისულებს დაგვხვდა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი. ის სასმელი წყლის ჭიდან ამოყვანილი იყო და ეზოში ესვენა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება“, -განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა მაკა ჯამბურიამ.