ბათუმის პორტთან ზღვამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. სამაშველო სამსახურში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შუადღის საათებში შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
მაშველები გონიოში ზღვაში დაკარგულ ორ სამხედრო მოსამსახურეს ამ დრომდე ეძებენ.