აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
უსუფაშვილმა დღეს, ამერიკელ დიპლომატს "თხოვა, საკუთარ ხელისუფლებას შეახსენოს, რატომ არის შენელებული საქართველოსკენ სვლა". მისი ეს განცხადება "ამერიკის ხმასთან" მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს მოჰყვა, სადაც ის ამბობდა, რომ NATO-სა და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.
"ვეთანხმები სპიკერ უსუფაშვილს, რომ შეერთებულმა შტატებმა და NATO-ს ძირითადმა მოკავშირეებმა გაურთულეს საქართველოს საქმე, შეენარჩუნებინა თავისი იმპულსი ალიანსისკენ სწრაფვის მიმართულებით. ბუქარესტის სამიტზე, გერმანიის კანცლერის ხელმძღვანელობით, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მიიღეს კატასტროფული გადაწყვეტილება, დაებლოკათ საქართველო NATO-ში გაწევრიანებისგან. 2008 წელს, რუსეთის შეჭრა საქართველოში, აიძულებს ბერლინსა და პარიზს, ანგარიში გაუწიოს რუსეთს, NATO-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პარიზის სამარცხვინოდ, საფრანგეთი დაეთანხმა რუსეთს "მისტრალის" მიყიდვაზე", - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ "პირWელს".
მისივე თქმით, დასავლეთის სუსტი პოლიტიკის ფონზე, NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მხარდაჭერა საქართველოში შემცირდა 20% - ით, ეს იმ ფონზე, როდესაც 2008 წელს, პროცენტული მაჩვენებელი 85 %-ს შეადგენდა.
"საბედნიეროდ, მნიშვნელოვანმა ერთობლივმა განცხადებებმა, რომელიც კეთდება საქართველოს პარლამენტში, ასევე მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირებისგან, გამოკვეთა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ბუნდოვანი განცხადებები, რომლებიც რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, ფოკუსირება მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობაზე, ვიდრე ტრანსატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის გაღრმავებაზე", - განუცხადა "პირWელს" მეთიუ ბრაიზამ.