გიორგი კვირიკაშვილი ხვალ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს

გიორგი კვირიკაშვილი ხვალ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო კამპანია რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებით გრძელდება.

9 აგვისტოს, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატს წარუდგენს. პარტიის კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ამბროლაურში გაიმართება. პარტიამ კანდიდატები იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამცხე- ჯავახეთში უკვე დაასახელა.