გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება.

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ახალციხედან სიტყვით მიმართავს და კანდიდატებს წარუდგენს. პარტიის კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე გაიმართება.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დასახელებული ჰყავს იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში.