ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე დოღის დროს ახალგაზრდა გოგოს ცხენი დაეჯახა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, ცხენს მეშვიდე კლასის მოსწავლე მიაჭენებდა, რა დროსაც გოგოს დაეჯახა. მოზარდი დაშავდა, მცირე დაზიანებები, ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად, მეშვიდე კლასელმა ბიჭმაც მიიღო.
დაშავებულებს სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმმა გაუწია, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვერტმფრენში მოათავსეს.
პრემიერის ვერტმფრენმა ბეშუმი უკვე დატოვა.