"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებით გრძელდება.

 7 აგვისტოს, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას სიტყვით ახალციხედან მიმართავს და კანდიდატებს წარუდგენს.

პარტიის კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე გაიმართება.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დასახელებულია იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში.