„ გომისმთობა - 2016 “-ი სპორტულ, ექსტრემალურ და კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.
გაიმართება მინიფეხბურთი, ბაგირის გადაძალვა, დოღი, off-road - ჯიპტური და ანსამბლ „ჩვენებურების“ კონცერტი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები გომისმთაზე დილის 9 საათიდან დაიწყება.
გომისმთობა 2016-ს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დაესწრება.