სტიქიის შემდეგ ბორჯომი ცხვორების ჩვეულ რიტმს უბრუნდება და საკურორტო ზონას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც 2030.news-ს ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ბორჯომში, მიმდებარე სოფლებში, რომელიც სტიქიამ დააზიანა.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთ საათში დამსვენებლები ბორჯომის პარკის ერთ ნაწილში შესვლას შეძლებენ, ხოლო პარკის გარკვეული მონაკვეთი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამსახურების მიერ გადაკეტილია.
ასევე, გაწმენდილია გზის სავალი ნაწილი, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე სატყეო დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
დიმიტრი ყიფიანის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ხდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა სტიქიის შედეგად გაწყვეტილი ელექტროსადენები აღდგეს და "ენერგოპრო ჯორჯიამ" შეძლოს სოფლებისთვის ტბა, ცემის და წაღვერისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.