საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრაზე "რუსთავი 2"-სა და ე.წ კაბელების საქმეებზე სარჩელების შესწორებაზე ისაუბრეს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა შედგა, თუმცა არ დასრულებულა, - ამის შესახებ ბათუმში ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მერაბ ტურავამ განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლეებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა აქტუალურ საკითხებს. "ყველაფერი, რაც იყო აქტუალური და საჭირო და გაჟღერებული, ყველა საკითხი იყო დაყენებული", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თქმით კი, საორგანიზაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა "რუსთავი 2"-სა და ე.წ კაბელების საქმეებზე სარჩელების შესწორებას.

მოსამართლე ოთარ სიჭინავას განცხადებით, განსახილველ საკითხთა ნახევარი უკვე განიხილეს.

პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უგულავა-კაბელების გაერთიანებული სარჩელის განსახილველად მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ.