რუსეთი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

რუსეთი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს განცხადებით, არარეალურია, რომ რუსეთმა ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელოს, თუმცა ამაში ალიანსის ზოგიერთი ქვეყანა დარწმუნებული არ არის.

როგორც euroline.ge წერს, ამის შესახებ სიიარტომ ახალი ამბების პორტალ „Index“-თან საუბრისას განაცხადა.

“მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდეს“, - აღნიშნა მან.

როგორც „როიტერი“ იტყობინება, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, პოლონეთისა და ბალტისპირეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ისინი რუსეთის მხრიდან მტრული ქმედების სამიზნეები შეიძლება გამხდარიყვნენ.