დუბაის აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო, აიკრძალა თვითმფრინავების დაშვება

დუბაის აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო, აიკრძალა თვითმფრინავების დაშვება

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა, გადაიდო ყველა რეისი, აიკრძალა თვითმფრინავების დაშვება. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, შესაბამისი ზომა მას შემდეგ მიიღეს რაც აეროპორტში ავიაკომპანია Emirates-ის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია.

Boeing 777 ინდოეთის ქალაქ თირუვანანთაპურამიდან დუბაიში ახორციელებდა რეისს.