მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია და ეს პირველ რიგში გააკეთა მისმა თავმჯდომარემ

მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია და ეს პირველ რიგში გააკეთა მისმა თავმჯდომარემ

განცხადებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა, პირდაპირ ჯდებოდა იმ სცენარში, რაც არის სააკაშვილის მიერ დაწერილი,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

სუბარი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს საზოგადოებაში არჩევნებამდე.

„იცის, რომ არჩევნებს აგებს და არასაარჩევნო რაღაც გზებს ეძებს, მაგრამ ყველა მცდელობა ჩაუვარდა წყალში, ეს მორიგი „კარტიც“ აღმოჩნდა ბლეფი, ვერაფერი ვერ გააწყო.

ძალიან ცუდია, რომ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია და ეს გააკეთა, პირველ რიგში, მისმა თავჯმდომარემ, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ადამიანები ინსტიტუციების ბედს ვერ განსაზღვრავენ დიდი ხნით.

საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარანტი და იქნება კიდეც, როგორც კი იქიდან პოლიტიკური მოთამაშეები გავლენ. დღეს იქ, სამწუხაროდ, პოლიტიკური მოთამაშეები საკმაოდ ბევრნი არიან“, -განაცხადა სუბარმა.