ტაჯიკეთში რუსი სამხედრო მოკლეს

ტაჯიკეთში რუსი სამხედრო მოკლეს

ტაჯიკეთში რუსი სამხედრო მოკლეს. ქვეყანაში განლაგებული 201-ე რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის ცნობით, ერთ-ერთ გასართობ დაწესებულებაში რუს სამხედროსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ტაჯიკეთში მდებარე 201-ე სამხედრო ბაზა - რუსეთის შეირაღებული ძალების ყველაზე დიდი სამხედრო ობიექტია რუსეთის საზღვრებს გარეთ.