პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს უპრინციპო, ლაპარაკობდეს ბევრს და აკეთებდეს ნაკლებს

პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს უპრინციპო, ლაპარაკობდეს ბევრს და აკეთებდეს ნაკლებს

მე ვარ პოლიტიკოსი და ვარ ძალიან პრინციპული, - ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც უპასუხა ოპონენტების ნაწილის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც , პოლიტიკურად ძლიერი ფიგურა სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს.

როგორც იზორიამ აღნიშნა, მას ეს არგუმენტები არ ესმის და მთავარია პოლიტიკოსი იქნება თუ სპეციალისტი, ის იყოს პრინციპული.

„პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს უპრინციპო, ლაპარაკობდეს ბევრს და აკეთებდეს ნაკლებს. მაგრამ შეიძლება იყოს მენეჯერი, რომელიც ნაკლებს ლაპარაკობდეს და იყოს დიდი საქმის გამკეთებელი. ამიტომ, ეს არგუმენტები ჩემთვის ყოვლად გაუგებარია“, - განაცხადა იზორიამ და აღნიშნა, რომ ის არის ძალიან პრინციპული და შესაბამისად, ყველა დაპირება, რასაც საჯაროდ გასცემს, იქნება შესრულებული.