ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით, მისი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას.
იზორიას განცხადებით, 2 აგვისტოს, უწყებამ გადაუგზავნა მასალები პროკურატურას და დაწყებულია გამოძიება.
"რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა გუშინ. ბუნებრივია, მეც ვიყავი ამ თემით დაინტერესებული. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. შესაბამისად, ტარდება გამოძიება", - განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ ტრისტან წითელაშვილს საიდუმლო მასალების გავრცელებაში ადანაშაულებენ.