თავდაცვის ახალი მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

თავდაცვის ახალი მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

თავდაცვის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. მათ შესახებ მედიას ინფორმაციას თავად უწყების ახალმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ მიაწოდა. 

როგორც იზორიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, მისი პირველი მოადგილის თანამდებობას ლელა ჩიქოვანი, მოადგილის კინუკრი გელაშვილი დაიკავებს. 

„ორივე გამოცდილი კადრია“, - აღნიშნა იზორიამ.