”ქართული ოცნება” როდესაც ებრძვის ნაციონალებს”, იგი ასევე ბრძოლის ფრონტს შლის პაატა ბურჭულაძესთან, რადგან ეს ერთი და იგივეა, - ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”პაატა ბურჭულაძის პარტიამ ძალიან ადრე აიხადა ნიღაბი და ფაქტობრივად განაცხადა, რომ ის არის ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მხარდამჭერი. ბურჭულაძის პარტიამ, დიდი პროცენტი რომ აიღოს, პარლამენტში ერთმანეთს შეეკვრებიან ”ნაციონალური მოძრაობა” და ბურჭულაძის პარტია”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, პარტიას ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” გაუჭირდება ბრძოლის ისეთივე წარმატებით დასრულება, როგორც დაიწყო.
”როდესაც ”ქართული ოცნება” ებრძვის ნაციონალებს”, იგი ასევე ბრძოლის ფრონტს შლის პაატა ბურჭულაძესთან, რადგან ეს ერთი და იგივეა. ამ ბრძოლას გაუძლებს თუ არა ბურჭულაძის პარტია, არ ვიცი. ”ნაციონალები” გამოცდილები არიან - ტრაქტორმა რომ გადაუარონ, მაინც წამოდგებიან, პაატა ბურჭულაძის პარტიას ასეთი გამოცდილება აკლია. ამიტომ მეეჭვება, რომ ბურჭულაძის პარტიამ ისეთივე წარმატებით დაასრულოს, როგორც დაიწყო.