გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს

გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს.

3 აგვისტოს, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს. კანდიდატების დასახელება რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გაიმართება.

პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა -მთიანეთსა და შიდა ქართლში.