ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია შეაჩერა

ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია შეაჩერა

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს კატალონიის, როგორც რეგიონის “სუვერენულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სუბიექტად” გამოცხადების თაობაზე მიღებული დეკლარაციის ანულირება მოახდინა.
როგორც euroline.ge წერს, კატალონიის პარლამენტს 20 დღე აქვს იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი წევრებისთვის გაეცნო და პრეტენზიის შემთხვევაში, ის სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა.
„ესპანეთიდან ავტონომიის გამოყოფის მომხრეები ზემოაღნიშნული დეკლარაციის მიღებას, მიზნისკენ გადადგმულ პირველ სერიოზულ ნაბიჯად თვლიდნენ“, - წერს euroline.ge.
ინფორმაციის წყარო: http://www.euroline.ge/?p=9644