აჭარის მთავრობის მეთაურის ცვლილება არჩილ ხაბაძის საარჩევნო პროცესში ჩართვას უკავშირდებოდა, - ამის შესახებ საქაართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მან წარმატება უსურვა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს და როგორც აღნიშნა, მან ძალიან ეფექტურად დაიწყო მოღვაწეობა.
„ის გახლავთ ყოფილი დიპლომატი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის. დარწმუნებული ვარ, ასევე მთავრობის წარმარტებული თავმჯდომარე იქნება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელმაც ასევე პატარიძის წინამორბედს, არჩილ ხაბაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„არჩილ ხაბაძეს საარჩევნო პროცესში მოუწევს ჩართვა. ეს ცვლილება სწორედ ამით არის განპირობებული. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდთან ერთად არჩევნების პროცესში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერმა.