გიორგი კვირიკაშვილი - ორი ახალი წევრის შემომატებით ჩვენი გუნდი რჩება ძალიან კონსოლიდირებული და კვალიფიციური

გიორგი კვირიკაშვილი - ორი ახალი წევრის შემომატებით ჩვენი გუნდი რჩება ძალიან კონსოლიდირებული და კვალიფიციური

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან თავდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი ლევან იზორია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახლად დანიშნული სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
სხდომის დაწყებისას პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა.
„მივესალმები ჩვენი მთავრობის ორ ახალ წევრს, ქეთევან ციხელაშვილს და ლევან იზორიას. მინდა ვუსურვო მათ წარმატება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება ძალიან კონსოლიდირებული, ძალიან კვალიფიციური - ორი ახალი ადამიანი შემოგვემატა. დარწმუნებული ვარ, ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.