ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

გუშინ ღამით, ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა განუცხადა, ცეცხლი რეზერვუარში გაჩნდა, რის შემდეგაც უკვე ბენზინგასამართ სადგურს მოედო, თუმცა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მალევე შეძლო ხანძრის ლოკალიზება. 
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. პერიმეტრი პოლიციელებს ჰქონდათ შემოსაზღვრული, რადგან აფეთქების საშიშროება არსებობდა.