ეკა ბესელია:  გაუგონარ განცხადებას აკეთებს თინა ხიდაშელი

ეკა ბესელია: გაუგონარ განცხადებას აკეთებს თინა ხიდაშელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ეკა ბესელიას განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არაადეკვატურია.

მისი თქმით, ლევან იზორიას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

ამასთან, ბესელია ქეთევან ციხელაშვილის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნას დადებითად აფასებს.

"ჩვენ გავხდით მოწმე უკვე საარჩევნო კამპანიის დროს "რესპუბლიკური პარტიის" ცალკეული პირების და ლიდერების მხრიდან გამოთქმული, სრულიად შეუსაბამო არაადეკვატური და ინსტიტუტების შეურაცხმყოფელი განცხადებებისა.

მესმის, რომ სარჩევნო კამპანია დღის წესრიგს ცვლის, მაგრამ ასე არ შეიძლება, რომ ჩვენ ყველა ზღვარს გადავაბიჯოთ. ლევან იზორიას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც სჭირდება ქვეყანას. გაუგონარ განცხადებას აკეთებს თინა ხიდაშელი.

პრემიერმა ბრძნული და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. ის თავს არიდებს პოლემიკაში შესვლას და ძალიან ღირსეული პასუხი გასცა მის მიმართ გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებებს.

შეცდომა შესაძლოა, სხვა რამე იყო თავის დროზე, მათ შორის, ის რომ ცალკეული გადაწყვეტილებები იყო მიღებული ჩვენი ყოფილი პარტნიორების ასეთი მაღალი თანამდებობაზე დანიშვნის დროს და შესაძლოა, ამ გადასახედიდან ამაზე გვქონდეს ჩვენი მოსაზრება", - ბესელიამ "2030" - ის ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელმა მის შემცვლელად ლევან იზორიას დანიშვნას შეცდომა უწოდა.