უკრაინის საოლქო სასამართლოში ხატია დეკანოიძის წინააღმდეგ სარჩელი შევიდა

უკრაინის საოლქო სასამართლოში ხატია დეკანოიძის წინააღმდეგ სარჩელი შევიდა

კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანების კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადებასა და მის გაუქმებას მოითხოვს, რითაც მან საქართველოს მოქალაქე ხატია დეკანოიძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდი იუწყება.

მოსარჩელე მოითხოვს, სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში მიიღოს და უკრაინის პრეზიდნეტისგან ხსენებული ბრძანებულება გამოითხოვოს. სასამართლოს განცხადებით, კანონის თანახმად, მსგავსი სარჩელები უკრაინის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში უნდა გადაიგზავნოს.

ხატია დეკანოიძემ უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და უკრაინის ეროვნულ პოლიციას ჩაუდგა სათავეში.