დავით უსუფაშვილი:   თავდაცვის მინისტრთან ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა მექნება

დავით უსუფაშვილი: თავდაცვის მინისტრთან ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა მექნება

თავდაცვის მინისტრთან ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა მექნება, - ამის შესახებ ”რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

ამასთან, უსუფაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებას პოლიტიკური ფიგურა უნდა ხელმძღვანელობდეს.

”როდესაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე სამხედრო პირი გვყავდა, მაშინ მე, ”რესპუბლიკელები” გამოვდიოდით ინიციატივით, რომ გადავსულიყავით სისტემაზე, როდესაც თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირი, პოლიტიკოსი ხელმძღვანელობს. ეს ჩემი აზრით, ჩემი ინფორმაციით არის ის ევროპული მოდელი, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. ამის თაობაზე მქონდა ჩემი პოზიცია. ლევან იზორია არის თავდაცვის მინისტრი, მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე და უშიშროების საბჭოს წევრი. მე ვარ თავდაცვის, ჯარის გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ისეთივე მომხრე და ისევე მონდომებული, როგორც ვიყავი გუშინ და გუშინწინ, ამიტომ თავდაცვის მინისტრთან ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა მექნება”, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.