ლევან იზორიას შესახებ „რესპულიკური პარტიის“ განცხადებები ამ პარტიის ისედაც შელახულ ავტორიტეტს ჩრდილს მიაყენებს

ლევან იზორიას შესახებ „რესპულიკური პარტიის“ განცხადებები ამ პარტიის ისედაც შელახულ ავტორიტეტს ჩრდილს მიაყენებს

საპარლამენტო უმრავლეოსბის წარმომადგენელი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ლევან იზორიას შესახებ „რესპულიკური პარტიის“ წარმომადგენლების განცხადებები ამ პარტიის ისედაც შელახულ ავტორიტეტს ჩრდილს მიაყენებს.

როგორც ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, გამოთქმული კრიტიკა იმდენად უსუსურია, რომ პასუხის გაცემაც არ არის საჭირო.

„იმდენად უსუსური კრიტიკაა, რომ არც მინდოდა პასუხის გაცემა. აღარ მოვიყვან მაგალითს, რომ რეიგანი დაზვერვიდან იყო, ამერიკის პრეზიდენტი გახდა. ჯერ ერთი, ლევან იზორია სუს-ის ოფიცერი არ ყოფილა, სამოქალაქო პირი იყო ყოველთვის, რეფორმები განახორციელა, პროფესორია, არის ადამიანი, რომელიც თავისი ინტელექტუალური რესურსით,  საორგანიზაციო-პოლიტიკური, საერთაშორისო საკითხების ცოდნით, საკმაოდ კარგად შეესატყვისება ამ თანამდებობას, რომელიც არის პოლიტიკური თანამდებობა“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებებს სხვა ღირებული საფუძველი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს მიაყენოს ჩრდილი.

„ეს განცხადებები არა თუ საფუძველს მოკლებულია, არამედ არაპროფესიონალიზმის სუნი ასდის. თუ კი პოლიტიკურ რეალობასთანაა დაკავშირებული,  მაშინ მხოლოდ ჩრდილს თუ მიაყენებს „რესპუბლიკური პარტიის“ ისედაც შელახულ ავტორიტეტს“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.