დავით ჯანდიერმა ცესკო-ში ამომრჩევლების სია წარადგინა

დავით ჯანდიერმა ცესკო-ში ამომრჩევლების სია წარადგინა

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა, დავით ჯანდიერმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია წარუდგინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, კანონით პოლიტიკური მოძრაობის არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ მცირე 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერაა სავალდებულო. დავით ჯანდიერმა ცესკო-ში 36 541 მოქალაქის ხელმოწერა შეიტანა.

მათივე ინფორმაციით, ცესკო-ს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიას და დასკვნას წარუდგენს ცესკო-ს თავმჯდომარეს. თუ მხარდამჭერთა სია აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს ცესკო-ს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს.

“საარჩევნო კოდექსი მოითხოვს, თითოეულმა პარტიამ წარადგინოს 25 000-ზე მეტი ხელმოწერა იმისათვის, რომ რეგისტრაციაში გატარდეს პოლიტიკური პარტია. ჩვენ დღეს წარვადგინეთ 35 ათასზე მეტი ხელმოწერა. ორდღიანი ვადა აქვს ცესკო-ს ხელმოწერების შესამოწმებლად რის შემდეგაც ცესკო-ს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში უნდა გაატაროს შესაბამისი პოლიტიკური პარტია. ჩვენ მივმართავთ ცესკო-ს, რომ დაჩქარებულ ვადებში მოახდინოს რეგისტრაცია იმისათვის, რომ პარტიას არ შეეშალოს ხელი თავის საქმიანობაში”, - განაცხადა ჯანდიერმა.