რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელი კოლეგის მიწვევით, 8 აგვისტოს ბაქოს ეწვევა. კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბაქოში რუსეთის ლიდერი აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდება.
როგორც მოსალოდნელია, სამი ქვეყნის ლიდერები საერთაშორისო და რეგიონალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.