საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში სამართლებრივი კოლაფსის შექმნა სურს.
გედევან ფოფხაძემ პირველ პრესკლუბში" სტუმრობისას განაცხადა, რომ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციის სცენარზე მუშაობდა.
ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები მიხეილ სააკაშვილის გეგმებს უკავშირდებოდეს.
"მიხეილ სააკაშვილი რევოლუციის სცენარზე მუშაობდა და ამ საუბრის ავთენტურობა სადაო არავის გაუხდია. მას აქვს ეს მოტივაცია და "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ სამართლებრივი კოლაფსის, რომელიც შესაძლოა, გახდეს წინაპირობა რევოლუციური სცენარის, ამიტომ ვიღებთ მარტივ რელობას, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცეოდა ისეთი სამართლებრივი რეგულირების სფეროში, მაშინ მართლაც შეიძლებოდა საფრთხე შექმნილიყო ქვეყანაში სამართლებრივი კოლაფსის, რომელსაც ავანტიურისტი პოლიტიკოსები გამოიყენებდნენ და შეიძლებოდა ისე ემოქმედათ, როგორც მიხეილ სააკაშვილს თავის წარმოდგენაში ჰქონდა - ცხედრები, სისხლი, არეულობა ქვეყანაში და მისი დაბრუნება, რაც რა თქმა უნდა რევანშია, რადგან საზოგადოება ამას მშვიდად ვერ მიიღებდა. სააკაშილის მიზნებში ეს ყველაფერი იყო, თუმცა საზოგადოება ამ საფრთხეს ასცდა“, - განაცხადა ფოფხაძემ.